"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" 2020 წელს, პანდემიის პერიოდში საჯარო დაწესებულებებში ფულადი ჯილდოების (პრემიების) და სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკა შეისწავლა.
IDFI-მ კვლევის ფარგლებში საჯარო ინფორმაციაზე 77 უწყებიდან მიიღო, საიდანაც პრემია ან სახელფასო დანამატი 44 დაწესებულებაში გაიცა, სულ - 21,5 მილიონი ლარი, აქედან პრემია - 9,5 მილიონი იყო, სახელფასო დანამატი - 12 მილიონი.
2020 წელს ყველაზე მეტი თანხა საშტატო თანამშრომლებზე პრემიის სახით გასცეს:
ხოლო სახელფასო დანამატის სახით:
გარდა ამისა, IDFI წერს, რომ:
IDFI-ს შეფასებით, პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული უწყებების თანამშრომლებს, არ ეძლევათ მათ მიერ გაწეული ზეგანაკვეთური შრომის ადეკვატური ანაზღაურება. მაგალითად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებზე, 2020 წელს ფულადი ჯილდოს და სახელფასო დანამატის სახით გაცემულია მხოლოდ წლიური სარგოს 6%.