21 500 000 ლარის პრემია და სახელფასო დანამატი 44 უწყების მაღალჩინოსნებისა და თანამშრომლებისთვის. პანდემიისა და უკიდურესი გაჭირვების დროს მილიონობით ლარი არაერთმა ჩინოვნიკმა მიიღო. ამ დროს კი სამედიცინოს სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც პანდემიის დროს ბრძოლის წინა ხაზზე იბრძვიან ხშირად ხელფასს დაგვიანებით, დანამატს კი საერთოდ არ იღებდნენ.
3 მილიონი პრემიებისა და დანამატების სახით გასცა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ. დავით ნარმანიამ და კომისიის ოთხმა წევრმა ჯამში 218 000 ლარზე მეტი პრემია მიიღო.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა და კომისიის სამმა წევრმა ჯამში 128 000 ლარზე მეტი გამოიწერეს.
ყველაზე მეტი პრემია - 5 500 000 ლარი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასცა. აქედან ყველაზე მეტი ეროვნული ბანკის ორმა ვიცე პრეზიდენტმა მიიღო - ჯამში 94 760 ლარი. უწყებამ პასუხი წერილობით გაავრცელა და განმარტა, რომ პანდემიის დროს მათი თანამშრომლები აქტიურად მუშაობდნენ და დანამატებიც ამიტომ აიღეს.
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა 3 500 000 ლარი მიიღეს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურმა, კი 2 300 000 ლარის პრემია და დანამატი გასცა.
ათობით უწყებამ ინფორმაცია არ გაასაჯაროვა და დამალა, რაც იმას ნიშნავს რომ ჩინოვნიკებმა რეალურად კიდევ ბევრი მილიონი აიღეს.
იხილეთ ასევე:
2020 წელს 44 უწყებამ პრემიებსა და სახელფასო დანამატებში 21,5 მილიონი დახარჯა | ჩამონათვალი