"გიორგი გახარიასთვის არასდროს ყოფილა პრობლემის მაგვარიც კი ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა" - ხოჯევანიშვილი

გამოქვეყნდა:

ვინ დააფინანსებს გიორგი გახარიას პარტიას - ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვებსა და გავრცელებულ ინფორმაციას ექსპრემიერის გუნდის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი პასუხობს. როგორც ის ამბობს, ვინ იქნება პარტიის დამფინანსებელი, ამის ნახვა ყველას შეეძლება.

გარკვეული პერიოდის წინ იყო საუბარი, რომ ჩხარტიშვილი იყო დამფინანსებელი. მერე ითქვა კეზერაშვილი. ეს თან სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესების მატარებელი ჯგუფების მხრიდან. ამიტომ, თუ ვინ იქნება ჩვენი დამფინანსებელი, ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცედურა ამას ითვალისწინებს ნამდვილად კანონმდებლობა და შეგიძლიათ, შემდგომში ნახოთ. ნამდვილად, გპირდებით, რომ ეს პროცესი იქნება გამჭვირვალე, - ამბობს ხოჯევანიშვილი.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, მზად არის თუ არა გიორგი გახარია, რომ ყველა კითხვას გასცეს პასუხი, ხოჯევანიშვილი პასუხობს, რომ "რა თქმა უნდა, გიორგი გახარიასთვის არასდროს ყოფილა პრობლემის მაგვარიც კი ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა".

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი