აშშ ცხრა ბელარუსული სახელმწიფო კომპანიის წინააღმდეგ სანქციებს აღადგენს

გამოქვეყნდა:

23 მაისის მოვლენებისა და ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ თავისუფლებების ფუნდამენტურ პრინციპებზე თავდასხმის საპასუხოდ, შეერთებული შტატები 9 ბელარუსულ სახელმწიფო კომპანიას სანქციებს უწესებს და ქვეყანასთან საჰაერო მიმოსვლის ხელშეკრულებას უჩერებს - ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინსიტრაცია იუწყება. 

ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიზეზი ათენი-ვილნიუსის რეისის შეცვლა და Ryanair-ის თვითმფრინავის ყალბი საბაბით მინსკში დასმა, ასევე, ბელარუსი ჟურნალისტის რამან პრატასევიჩის დაპატიმრება და საერთაშორისო ნორმების პირდაპირი შელახვაა.

ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან რეპრესიების მწვავე ტალღისა და თავისუფლებების პრინციპებზე თავდასხმის გაგრძელების გამო, შეერთებული შტატები შემდეგ ბელორუსის წინააღმდეგ 3 ივნისიდან ზომებს ატარებს:

"სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა მე-4 დონის გაფრთხილება აშშ-ს მოქალაქეებისთვის, რომლებიც მოუწოდებენ არ იმოგზაურონ ბელარუსში. სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომელიც აფრთხილებს აშშ-ს გადამზიდავებს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ბელორუსის საჰაერო სივრცეში ფრენის დროს.

2021 წლის 3 ივნისს შეერთებულმა შტატებმა ხელახლა დააწესა სრული დაბლოკვის სანქციები ბელარუსის 9 სახელმწიფო კომპანიის წინააღმდეგ, რომლებსაც ადრე სახაზინო დეპარტამენტის ზოგადი ლიცენზიები ჰქონდათ", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ მოუწოდა ლუკაშენკოს,"23 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით სანდო საერთაშორისო გამოძიების ჩატარება დაუშვას და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი".

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი