ბუდაპეშტი, ვროცლავი, ვენა - Wizz Air ქუთაისიდან რეგულარულ ფრენებს ამატებს

გამოქვეყნდა:

უნგრული ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისების ნაწილს აღადგენს.

ცნობილი ხდება, რომ კომპანია 19 ივნისიდან ფრენებს ქუთაისი-ბუდაპეშტი-ქუთაისის მიმართულებით განაახლებს. 26 ივნისიდან ქუთაისი-ვროცლავი-ქუთაისი, ხოლო 29 ივნისიდან ქუთაისი-ვენა-ქუთაისი განახლდება - ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

ამ დროისთვის, ქუთაისის აეროპორტიდან Wizz Air ხუთი მიმართულებით დაფრინავს. ესენია: ვილნიუსი, ვარშავა, რიგა, დორტმუნდი, კატოვიცე. 30 მაისიდან კი ფრენები გდანსკის მიმართულებით აღდგება. 

გავრცელებული ინფორმაციით, ივნისიდან Wizz Air პირდაპირ ფრენებს ევროპის კიდევ 10-მდე მიმართულებით განაახლებს.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჯერ კიდევ 4 მარტს თქვა, რომ Wizz Air-ი მარტის ბოლოდან ქუთაისის აეროპორტში ფრენებს მარტის ბოლოდან აღადგენდა.

ამის შემდეგ კი, უკვე აპრილის შუა რიცხვებში, კომპანიამ რეგულარული ავიარეისები მხოლოდ ორი, ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით განაახლა. 

როდის და რატომ ჩაიკეტა საქართველოს ცა

საქართველოს ცა კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ჯერ კიდევ 2020 წლის გაზაფხულზე ჩაიკეტა. თავდაპირველი ინფორმაციით, საქართველოს ცა მაისის ბოლოდან უნდა გახსნილიყო. ამის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენები 1 ივლისიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით ეს თარიღი კიდევ ერთი თვით, პირველ აგვისტომდე გადავადდა. ამის შემდეგ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების დაწყების თარიღად ჯერ 1-ელი სექტემბერი, შემდეგ კი 1-ლი ოქტომბერი დაასახელა. 

გასული წლის 30 ივნისს, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურმავამ თქვა, რომ რეგულარული ფრენების დაშვებას ეპიდემიოლოგიური კატასტროფა მოჰყვებოდა.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი