"მოდით, არ დაგასპოილერებთ" - ანა ბუჩუკური გახარიას გუნდის გეგმებზე

გამოქვეყნდა:

"მოდით, არ დაგასპოილერებთ; დაველოდოთ ღონისძიებას" - ასე პასუხობს დამოუკიდებელი დეპუტატი, გიორგი გახარიას გუნდის წევრი, ანა ბუჩუკური ჟურნალისტების კითხვას სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.  

მისი თქმით, გახარიას მიმართ მოლოდინის მაღალი ხარისხი აძლევს საფუძველს იფიქროს, რომ გუნდის რეიტინგი მაღალი იქნება, 

"რაც შეეხება პარტიის სამოქმედო გეგმებს, სამომავლო გეგმებს, მოდით, არ დაგასპოილერებთ,
დაველოდოთ ღონისძიებას, ჩვენი ლიდერიც ისაუბრებს ხედვებთან დაკავშირებით და მერე ყველაფერი, ჩვენი გუნდის თითოეული ნაბიჯი საზოგადოებისთვის თქვენი, მედიის მეშვეობით იქნება ცნობილი... ზოგადად, ყველა ხედავს, თუ როგორი მოლოდინი არის საზოგადოებაში ბატონი გიორგის მიმართ, რეიტინგებს ზოგადად ზომავს ამომრჩეველი, ამიტომ ახლა არ მინდა, რომ ჭორაობა გამომივიდეს, თუმცა მოლოდინის ეს დიდი ხარისხი გვაფიქრებინებს, რომ მას დიდი რეიტინგი აქვს, ძალიან მაღალი და ეს „IRI-ის“ ბოლო კვლევებმაც დაადასტურა", - თქვა ბუჩუკურმა

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი