არ ვითანამშრომლებთ არცერთ პარტიასთან, რომელსაც ექნება რადიკალური დღის წესრიგი - მეზვრიშვილი

გამოქვეყნდა:

ჩვენ არ ვითანამშრომლებთ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელსაც ექნება რადიკალური დღის წესრიგი - აცხადებს  გიორგი გახარიას თანაგუნდელი და პარტია "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი ნათია მეზვრიშვილი. მისი თქმით, რადიკალიზმს ქვეყანა უკან მიჰყავს

"ჩვენ არ ვითანამშრომლებთ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელსაც ექნება რადიკალური დღის წესრიგი, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის მიუღებელია, ამას ქვეყანა მიჰყავს უკან. ამ რადიკალიზმით ვტკეპნით ერთ ადგილს. ჩვენი მიზანია ქვეყანა წავიყვანოთ წინ. ვიყოთ მომავალზე ორიენტირებული. ყველა იმ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელთანაც რაღაც კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით გვექნება თანხვედრა, რომლებთანაც კონკრეტულ საკითხებზე გვექნება ღირებულებითი თანხვედრა, გვექნება ამ საკითხებზე საუბარი." თქვა მეზვრიშვილმა პარტიის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ის გახარიას გუნდშია, ყოფილი პრემიერის დამოკიდებულებაა ნეპოტიზმსა და კორუფციასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ გახარიამ დღეს ქვეყნის მთავარ პრობლემად სწორედ კორუფცია და ნეპოტიზმი დაასახელა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი