"ხელბორკილდადებულ სახელმწიფოში ცხოვრებას, მირჩევნია საერთოდ არ ვიყო ცოცხალი" - მელია

გამოქვეყნდა:

ერთი რამე მინდა გითხრათ, მე პირადად თავს არ დავზოგავ. მე ამ ქვეყანაში ამ ხელბორკილდადებულ სახელმწიფოში წლების განმავლობაში ცხოვრებას, თან მით უმეტეს, იმ ცოდნით, რომ შვილი უნდა გავზარდო ამ ქვეყანაში, მირჩევნია საერთოდ არ ვცოცხლობდე და საერთოდ არ ვიყო ცოცხალი.

ამიტომ ამ სიტყვებით მინდა გავაძლიერო, რამდენად სერიოზულად ვართ მოკიდებული ამ ბრძოლისადმი. ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ისტორია ჩვენ უკან დახევას გვიკრძალავს.

- ამბობს ნიკა მელია მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობა პარლამენტში შედის. განცხადება ამის შესახებ ასევე პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააკეთა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი