რატომ არ აწერს ენმ ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს | დეკანოიძის განმარტება

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი ხატია დეკანოიძე განმარტავს, რატომ არ აწერს ხელს პარტია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული შეთანმხების დოკუმენტს. როგორც დეკანოიძე ამბობს, ენმ-თვის ძალიან მიუღებელია დოკუმენტში არსებული ამნისტიის საკითხი.

"რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, პოლიტსაბჭომ იმსჯელა, არაერთხელ დამიფიქსირებია, რომ ამ დოკუმენტში არის ერთი ძალიან მიუღებელი საკითხი, ეს არის ამნისტია, რომელიც თვითონ ნიკა მელიასთვის იყო მიუღებელი და მან ეს სასამართლო სხდომაზე არაერთხელ დააფიქსირა. მე თუ მკითხავთ, ამნისტიის დოკუმენტის არცერთი ვარიანტი ჩემთვის მისაღები არ არის. ამიტომ, ჩვენ ვიმსჯელეთ და მივედით ამ გადაწყვეტილებამდე", - ამბობს დეკანოიძე. 

დღეს, 30 მაისს, გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამით პარტიამ 7-თვიანი ბოიკოტი დაასრულა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი