ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2 კომპანიის ორი ხელმძღვანელის მიმართ სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს.

ბრალდებულები თბილისსა და სოფელ წილკანში, სხვადასხვა მაღაზიებსა და საამქროებში სისტემატიურად ამზადებდნენ, აფასოებდნენ და ყიდდნენ სადეზინფექციო საშუალებებს.

"საწარმოებისა და სარეალიზაციო ობიექტების ჩხრეკისას, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული სადეზინფექციო საშუალებები.

ექსპერტიზით დადგინდა, რომ ზემოხსენებული კომპანიების მიერ წარმოებულ სადეზინფექციო საშუალებებს შეცვლილი აქვს თვისობრიობა, პროდუქცია არ შეიცავს ეტიკეტზე მითითებულ ნივთიერებებს და არ აკმაყოფილებს დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ჰიგიენური დასკვნებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს", - წერია უწყების განცხადებაში. 

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი