შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს აწერს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ ერთი ლიდერი თამარ კორძაია. კორძაია ევროკავშირის ოფისში ცოტა ხნის წინ მივიდა და დოკუმენტს ხელი მოაწერა.
შეგახსენებთ, შეთანხმებაზე ხელი უკვე მოწერილი აქვს "რესპუბლიკელების" კიდევ ერთ წევრს,ხათუნა სამნიძეს.
თამარ კორძაია "ძალა ერთობაშია"- გაერთიანებული ოპოზიციის სიით პარლამენტში შედის.
გადაწყვეტილება ბოიკოტის დასრულებაზე ენმ-მ გუშინ, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო, თუმცა პარტია მიშელის შეთანხმებას ხელს არ აწერს.