"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. იხილეთ სია, ვინ იქნებიან დეპუტატები ენმ-დან.
ცნობისთვის, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 36 მანდატი მოიპოვა. აქედან ორმა, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვეს, ხათუნა სამნიძე კი უკვე პარლამენტშია.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება დღეს, 30 მაისს, შვიდთვიანი ბოიკოტის შემდეგ მიიღო. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გამართულ ბრიფინგზე თქვა, პარტიის საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ბრძოლის გაგრძელებას ნიშნავს და ისინი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს კომფორტის ზონას არ დაუტოვებენ.
იხილეთ ასევე: