"შეშინებული რეჟიმის წარმომადგენლის განცხადება" - ხატია დეკანოიძე კობახიძეს პასუხობს

გამოქვეყნდა:

"ბატონი კობახიძის განცხადება იყო შეშინებული ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის განცხადება - კობახიძეს 'ენმ"-ში უპასუხეს.

პარტიის ერთ ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, "ოცნების" თავმჯდომარის გამოსვლამ დღეს, დაადასტურა რომ მათ ენმ-ს პარლამენტში შესვლა არ უნდოდათ.

რაც შეეხება პრივილეგიებს და წაყენებულ ულტიმატუმს, დეკანოიძის თქმით, პარტია პარლამენტში არა თანამდებობისთვის, არამედ რეჟიმის დასამარცხებლად შედის.

"ბატონი კობახიძის განცხადება იყო შეშინებული ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის განცხადება, იმ ადამიანების, ვისაც ნამდვილად არ სურდათ ეხილათ პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ბლოკი ძალა ერთობაშია პარლამენტში.

აქვე მას მინდა ვუპასუხო, რომ ნაციონალური მოძრაობა, ჩვენი ბლოკი პარლამენტში შედის არა რამე კონკრეტული პრივილეგიებისთვის ან თანამდებობებისთვის ან ძალაუფლების გადანაწილებისთვის ქართულ ოცნებასთან ერთად, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ერთ-ერთი ინსტრუმენტი და იარაღი სწორედ რეჟიმის დასამარცხებლად",- თქვა დეკანოიძემ. 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თუ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, პარტია მონაწილეობას ვერ მიიღებს ვერც ერთ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც დოკუმენტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მისაღებად არის შექმნილი.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი