ერთი მხარე გვაბრალებს, რომ ვართ ნაცები და მეორე მხარე გვაბრალებს, რომ ვართ ქართული ოცნება 2, ეს ყველაფერი არასერიოზულია - ასე გამოეხმაურა გიორგი გახარიას გუნდის წევრი, მიხეილ დაუშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.
დაუშვილი კორუფციასთან დაკავშირებით, გიორგი გახარიას განცხადებასაც გამოეხმაურა და თქვა, კორუფციის რისკი ყველგან არსებობს, გიორგი გახარია კი ამ რისკების შემცირებისთვის ყველაფერს აკეთებდა. თუმცა, მისი თქმით, ახლა ქვეყანაში ინსტიტუტების მიმართ დაბალი ნდობა, ნეპოტიზმი და კორუფცია ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის.
"ერთი მხარე გვაბრალებს, რომ ვართ ნაცები და მეორე მხარე გვაბრალებს, რომ ვართ ქართული ოცნება 2, ჯამში ეს ყველაფერი არასერიოზულია.
ზოგადად კორუფციის რისკი ყოველთვის, ყველგან არსებობს. [გიორგი გახარია] აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ ეს რისკები შეემცირებინა, მაგრამ დღეს შემდეგი სიტუაცია გვაქვს, რომ საზოგადოების ძალიან დაბალი ნდომა ინსტიტუტების მიმართ და ამას დამატებული ნეპოტიზმის და კორუფციის გამოწვევები, საბოლოო ჯამში ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას",-თქვა მიხეილ დაუშვილმა.
17-18 თებერვალს გახარიამ მიხეილ სააკაშვილის თამაში ითამაშა - თქვა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
გარდა ამისა, კობახიძის თქმით, გიორგი გახარიას პარტია მისთვის აქტუალური არ არის, თუმცა აქტუალურია ის კითხვები, რომლებიც მმართველ გუნდს მისი მისამართით უჩნდება.
გიორგი გახარიამ პარტია "საქართველოსთვის" 29 მაისს ოფიციალურად დააარსა. პარტიის პრეზენტაციაზე მის თავმჯდომარედ, გიორგი გახარია აირჩიეს.
ამავე თემაზე: