"ოცნების" ულტიმატუმის მიუხედავად, ენმ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას არ აპირებს

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძე ისევ შანტაჟის ენაზე საუბრობს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მთავარ ოპოზიციურ პარტიას ესხმის თავს და პოლიტიკური პროცესების მიღმა დატოვებით ემუქრება.

ულტიმატუმის შინაასი კი მარტივია - ხელისუფლება შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა მთავარ ოპოზიციურ პარტიას რეფორმების პროცესების მიღმა დატოვებს.

მაგრამ მთლიანად ოპოზიციისთვის ეს უკვე მეორეხარისხოვანი საკითხია. "ქართული ოცნების" ოპონენტების დღის წესრიგში პუნქტი ნომერი ერთი არის ადგილობრივი არჩევნებისთვის ახალი კოალიციის შექმნა. 

მთავარი ოპოზიციური პარტიისთვის "ოცნების" ლიდერების ეს შეტევა და ულტიმატუმი კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდს "ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლა  არ უნდა. ირაკლი კობახიძეს ხატია დეკანოიძემ უპასუხა, რომელიც მომავალი კვირიდან პარტიის საპარლამენტო ფრაქციას უხელმძღვანელებს.

"ნაციონალური მოძრაობა" "ოცნებასთან" ძალაუფლების განაწილებას საერთოდ არ აპირებს და შესაბამისად არც საპარლამენტო თანამდებობების დაკავებას გეგმავს.

შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერაზე უარს კი პარტია იმის გამო ამბობს, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია  20 ივნისის სისხლიანი ღამის ამნისტია. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი