საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს კოსმოსური ნაგავი დაეჯახა და დააზიანა

გამოქვეყნდა:

გარდაუვალი რამ მაინც მოხდა. კოსმოსური ნარჩენის ნაწილმა, რომლის სიმცირის გამო მისი მონიტორინგი შეუძლებელი იყო, კოსმოსური სადგურის ნაწილი დააზიანა, კერძოდ, რობოტული მკლავი Canadarm2. უცნობია, შეჯახება როდის მოხდა. დაზიანება პირველად 12 მაისს რუტინული შემოწმებისას შენიშნეს. NASA-მ და კანადის კოსმოსურმა სააგენტომ (CSA) ერთობლივი მუშაობით ფოტოები გადაიღეს და ზიანი შეაფასეს.

შეჯახების მიუხედავად, ჩატარებული ანალიზის შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ რობოტული მკლავის მუშაობა არ შეფერხებულა. ზიანი მკლავის მხოლოდ მცირე ნაწილს მიადგა. Candaram2 დაგეგმილ ოპერაციებს ჩვეულებისამებრ აგრძელებს. - წერს CSA ბლოგ-პოსტში.

ინსტრუმენტი კვლავ მუშაობს, მაგრამ ობიექტმა თერმული საფარი გაარღვია და მის ქვეშ მდებარე ხარიხა დააზიანა. ეს კი იმის შეხსენებაა, რომ დედამიწის ქვედა ორბიტაზე მოძრავი კოსმოსური ნაგავი ბომბია, რომელიც აფეთქებას ელოდება.

ცხადია, რომ კოსმოსურ სააგენტოებს კოსმოსური ნარჩენების პრობლემა გააზრებული აქვთ. ამ ნაგვის 23 000-ზე მეტი ნაწილი აქტიურად მონიტორინგდება, რათა ხელოვნურმა თანამგზავრებმა და საერთაშორისო კოსმოსურმა სადგურმა შეჯახებას თავი აარიდოს. თუმცა, ეს ნაწილები ჩოგბურთის ბურთის ზომის ან ოდნავ დიდია.

ამაზე მცირე ზომის ობიექტების მონიტორინგი კი შეუძლებელია. თუმცა, როდესაც ასეთი მცირე ნივთები მაღალი სიჩქარით მოძრაობს, დიდი ზიანის გამოწვევა შეუძლია - მათ მეტალის გახვრეტაც კი ძალუძთ.

Canadarm2 კანადის კოსმოსური სააგენტოს მიერ დამზადებული ინსტრუმენტია, რომელიც კოსმოსურ სადგურზე 20 წელია აქტიურად გამოიყენება. ის ტიტანისგან დამზადებული რობოტი მკლავია და საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გარეთ არსებულ ობიექტებს მანევრირებაში ეხმარება, მათ შორის სატვირთო ხომალდებს, ასევე აქტიურად მონაწილეობს სადგურის შეკეთებით სამუშაოებში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი