კობახიძეს და "ოცნებას" არავინ ეკითხება"ნაციონალური მოძრაობის" სტრატეგიას - დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მორიგ მუქარასა და ულტიმატუმს ოპოზიციაში პასუხობენ. კობახიძემ "ნაციონალური მოძრაობას" მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერა დაავალდებულა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აღნიშნა, რომ პარტია პარლამენტში მთავარი საკითხების განხილვაში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

"ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" რეგისტრაციიდან ჩახსნაც კი მოითხოვა და ეს ჰქონდათ მათ განზრახული. ამიტომ ეს არ ცვლის ჩვენს სტრატეგიას "ქართულ ოცნებას", სამწუხაროდ, 9 წლის განმავლობაში არაფერი გარდა ასეთი აგრესიული რიტორიკისა ჩენ მიმართ,  "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ არაფერი ხელშესახები შედეგი არ ჰქონია.

ირაკლი კობახიძესა და "ქართულ ოცნების" წარმომადგენლებს არავინ არ ეკითხება "ნაციონალური მოძრაობის" სტრატეგიას", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათ კობახიძის რიტორიკა არ აკვირვებთ, რადგან ეს ოპოზიციაზე თავდასხმა "ქართული ოცნების" სტილია. რესპუბლიკური პარტიის წევრი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ "ხელისმოწერა არის პარტიის გადასაწყვეტი და არა სხვა, ხელისუფლებაში მყოფი თუ არმყოფი პარტიის".

პარტია " ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი თქმით, "მუქარის ტონით საუბარი მიუღებელია, მით უფრო როდესაც სახელისუფლებო ძალა ესაუბრება ოპოზიციის წარმომადგენლებს."

ცნობისთვის, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ენმ-ს "გონივრული ვადა" მისცა იმისთვის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერონ. წინააღმდეგ შემთხვევაში კობახიძის თქმით, პარტიის წევრები ვერ შეძლებენ საკანონდებლო პროცესებში მონაწილეობას. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი