თბილისის მერიის კიდევ ერთი საეჭვო ტენდერი - კახა კალაძე 28 მილიონი ლარის განათებების ყიდვას აპირებს. სატენდერო მასალების მიხედვით, შემსყიდველი "თბილსერვის ჯგუფია".
ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერი 29 აპრილს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 16 ივნისს დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. დღგ-ს გარეშე ტენდერის სავარაუდო ღირებულება 28 416 440 ლარია, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 33 531 400.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 360 კალენდარულ დღეში "თბილსერვისს ჯგუფს" უნდა მიაწოდოს შესყიდვის ობიექტი. თავად დედაქალაქის მერი ამბობს, რომ მერიის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი განათებების შეცვლაზე არ დაიხარჯება, თანხას კი კონკრეტული მუნიციპალიტეტები გადაიხდიან.
"არცერთი თეთრი არ იხარჯება დედაქალაქიოს ბიუჯეტიდან იმისთვის, რომ მერიამ შეიძინოს სანათები. ჩვენ ყოველწლიურად ვხარჯავთ გარკვეულ თანხებს ელექტროენერგიის მობილიზებაზე. კომპანია, რომელიც გამარჯვებს ვადებული იქნება, თავისივე ხარჯებით შეცვალოს გარკვეულ ქუჩებზე სანათები. მიღებული ეკონომიიდან, რა თქმა უნდა მუნიციპალიტეტი გადაუხდის იმ თანხას, რომელიც ჩვენ უნდა გადაგვეხადა ელექტროენერგიის მოხმარებისთვის", - ამბობს კახა კალაძე.
ოპზოციაში აცახდებენ, რომ თბილისის მერია უკვე აპრობირებული კორუფციული სქემით მქომედებს და ტენდერში გამარჯვებული კომპანიებისგან წინასაარჩვენო დაფინანსებას ელოდება.
ავტორი: ნინი გიგაური.