მარსზე უჩვეულო და მისტიური კაშკაშა ღრუბლები დააფიქსირეს

გამოქვეყნდა:

მარსის ატმოსფეროში არსებულმა მოციმციმე, ყინულოვანმა და თეთრმა ღრუბლებმა NASA-ს მეცნიერები გააკვირვა. მარსის თხელი ატმოსფეროს გამო, მასზე ღრუბელთწარმოქმნა უფრო იშვიათი მოვლენაა, ვიდრე დედამიწაზე.

NASA-ს „კურიოზიტის“ მარსმავალს არაერთხელ დაუფიქსირებია უჩვეულო ღრუბლები წითელ პლანეტაზე, რომლებიც პლანეტის ატმოსფეროს მაღალ ფენებში წარმოიქმნა. კოსმოსური სააგენტოს ცნობით, მარსზე ღრუბლიანი დღეები ძირითადად ეკვატორის გარშემოა. ეს დღეები კი მაშინ დგება, როდესაც მარსი მზიდან ყველაზე შორეულ წერტილში იმყოფება - წითელი პლანეტის ყველაზე ცივი დღეები სწორედ ამ პერიოდში უწევს.

თუმცა, ორი წლის წინ ღრუბლები მოსალოდნელზე ადრე წარმოიქმნა და ამ წელსაც გაგრძელდა ეს ტრენდი - ღრუბლები მარსის ატმოსფეროს ზედა ფენებში იანვარში გამოჩნდა. NASA-ს მკვლევრები არ არიან დარწმუნებულები, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ღრუბლების უჩვეულო მახასიათებლების მიზეზი ის არის, რომ ისინი წყლის ყინულისგან არ შედგება.

მარსის ღრუბლების უმეტესობა წყლის ყინულის კრისტალებისგან შედგება, რომლებიც მზიდან არეკლილი შუქის წყალობით ციმციმებს. ასეთი ღრუბლების მაქსიმალური სიმაღლე დაახლოებით 60 კილომეტრია.

მათი ზუსტი შემადგენლობის დასადგენად დამატებითი კვლევებია საჭირო, თუმცა, „კურიოზიტის“ მიერ მაღალ ფენებში შენიშნული ღრუბლები შესაძლოა სხვა ტიპის იყოს და შედგებოდეს გაყინული ნახშირორჟანგისგან (ე.წ. მშრალი ყინულისგან), რომლებიც ცის უფრო მაღალ და ცივ წერტილებშია გამოკიდებული.

რაც უნდა იყოს, ფაქტია, რომ „კურიოზიტის“ თვალით დანახული მარსის ცის ხილვა ერთი დიდი სიამოვნებაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი