პანდემიამდე და პანდემიის დროსაც სებ-ის ქმედებები დროული და ადეკვატური იყო - გვენეტაძე

გამოქვეყნდა:

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის აზრით, უწყების ქმედებები პანდემიამდე და პანდემიის დროსაც დროული და ადეკვატური იყო. ამაზე მან პარლამენტში საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

"მაკროეკონომიკურად ძალზედ რთული 2020 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ქმედებები დროული, ადეკვატური იყო, ისევე როგორც პანდემიამდე, ასევე პანდემიის დროს, ამას არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაც ადასტურებს. [...] 

კოვიდპანდემიის გამო შექმნილი ვითარება განსაკუთრებით რთული და არაორდინარულია. ეკონომიკის აღდგენა და მდგომარეობის ნორმალიზება მეტწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ვადებში იქნება შესაძლებელი პანდემიის დაძლევა საქართველოში და გლობალურად. თავის მხრივ ეროვნული ბანკის ქმედებები იქნება ყოველთვის გააზრებული, ანალიზზე დაფუძნებული და არსებული სიტუაციის შესაბამისი", - თქვა კობა გვენეტაძემ.

გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შექმნას, საშუალოვადიან პერიოდში ფასებისა და ფინანსური სექტორის სტაბილურობის მხარდაჭერით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი