სამხედრო დრონი ადამიანებს ბრძანების გარეშე დაედევნა და თავს დაესხა

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული ერების ანგარიშის თანახმად, ავტონომიური დრონი ადამიანის ბრძანების გარეშე ჯარისკაცებს დაედევნა და თავს დაესხა. ეს ხელოვნური ინტელექტის ადამიანებზე თავდასხმის პირველი შემთვევაა. უცნობია, მოკლა თუ არა ამ დრონმა ადამიანი. ინციდენტი ლიბიაში, 2020 წლის მარტში მოხდა.

გაერო აცხადებს, რომ 2020 წლის 27 მარტს, ლიბიის პრემიერმინისტრმა ფაიეზ ალ-სარაჯმა „ოპერაცია PEACE STORM“ დაგეგმა, რომლის ფარგლებშიც უპილოტო საბრძოლო საჰაერო მოწყობილობები ჰაფტართან აფილირებულ ძალებს დაესხა თავს. დრონებს ბრძოლებში წლებია იყენებენ, მაგრამ ამ თავდასხმას ის განასხვავებს სხვებისგან, რომ მას ადამიანი არ მართავდა და იყო სრულიად დამოუკიდებელი.

დრონი, სავარაუდოდ, STM Kargu-2 იყო, რომელსაც მბრუნავი ფრთები გააჩნია და ასიმეტრიული ბრძოლებისა და ანტი-ტერორისტული ოპერაციებისთვისაა შექმნილი. მწარმოებლების თანახმად, „რეალურ დროში ფოტოების დამუშავების შესაძლებლობითა და მანქანური სწავლების ალგორითმების წყალობით, მისი ეფექტურად გამოყენება შეიძლება როგორც სტატიკური, ისე მოძრავი სამიზნეების წინააღმდეგ“.

ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის შეტაკებისას, დაშავებულებისა თუ გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ არის დაკონკრეტებული. თუმცა ნათქვამია, რომ დრონები „ძალზე ეფექტურია, რომ შესამჩნევი ზიანი მიაყენოს“ მტერს. მიუხედავად ინფორმაციის არარსებობისა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისტორიაში პირველად დამოუკიდებელმა დრონმა ადამიან(ებ)ი მოკლა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი