ქუთაისის სასამართლოში ბათუმში დაკავებული სპორტსმენების პროცესი მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ბათუმელი სპორტსმენების, ძმები წულუკიძეებისა და მათთან ერთად დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი ქუთაისის სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. 

დაცვის მხარე პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ და პატიმრობის 5 000 -ლარიანი გირაოთი ჩანაცვლებას მოითხოვენ. უფლებადამცველები ამბობენ, რომ საქმე პოლიტიკურად მართულია, რადგან დაკავებულების ნაწილი ოპოზიციურ პარტიებს მხარდაჭერას უცხადებდნენ. ჯერჯერობით უცნობია დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე ადვოკატების შუამდგომლობას. 

"მიმაჩნია, რომ როგორც დანარჩენი 6 პირი, ასევე, ელდარ ანთაძე არის განსაკუთრებით უკანონო პატიმარი. მის მიმართ უნდა შეიცვალოს პატიმრობა გირაოთი, რადგან სასამართლოს დამოუკიდებლობის ტესტი ასეთ საქმეებზე გადის და არა სტატისტიკაზე",- ამბობს ადვოკატი გიორგი ფანცულაია. 

შვიდივე დაკავებულს გამოძიება 225-ე მუხლით ედავება, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი