ხმაური და დაპირისპირება ქუთაისში | სასამართლომ "რიონის მცველები" პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

სპეცოპერაციის შედეგად რიონის ხეობაში დაკავებული ირაკლი მუკბანიანის სასამართლო პროცესი ქუთაისში ამ წუთებში მიმდინარეობს. ის სამართალდამცველებმა სოფლის სასაფლაოზე დააკავეს, რა დროსაც იყო სროლა და რამდენიმე ადამიანი დაიჭრა კიდეც.

სასამართლო პროცესამდე "რიონის მცველები" სისხლიანი სპეცოპერაციის დროს დაკავებულის მხარადასაჭერად სამხარეო პოლიციასთან შეკრებილები და მას მხარდაჭერა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეები დარწმუნებული არიან, რომ ასეთი ქმედებებით პოლიციას ერთადერთი მიზანი აქვს - დააშინოს მოქალაქეები და აიძულოს შეწყვიტონ პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ.

პარალელურად, ქუთაისის სასამართლომ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებული კიდევ 7 მოქალაქის საქმეზე იმსჯელა - მათ შორის ძმები წულუკიძეებიც არიან. სასამართლომ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. რასაც დაკავებულების ოჯახის ახლობლების პროტესტი მოჰყვა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი