აგერ ჯაფარიძე, აგერ გახარია, ერთმანეთში გაარკვიონ - ღუდუშაური მუქარის წერილზე

გამოქვეყნდა:

აგერ ბადრი ჯაფარიძე და აგერ გიორგი გახარია ჰკითხეთ - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური, "ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ 2018 წელს მუქარის წერილი მას გიორგი გახარიამ პირადად გადასცა.

ღუდუშაურმა ასევე აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას "ქართული ოცნების" საკრიტიკო არაფერი აქვს.

"აგერ ბადრი ჯაფარიძე, აგერ გიორგი გახარია და ერთმანეთში გაარკვიონ, ვინ წერილი გადასცა, ვინ არ გადასცა და ვის გადასცა თუ გადასცა ასეთი რამ.

გიორგი გახარია იყო ქვეყნის პრემიერი, იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე ეკონომიკის მინისტრი და რა აქვს საკრიტიკო ქართული ოცნების გიორგი გახარიას. სულ რამდენიმე თვეა, რაც პრაქტიკულად ყველაზე მაღალი თანამდებობიდან გადადგა.

თუ რამეს ვერ ბედავს ან ბადრი ჯაფარიძეს სადმე რამეზე ეჭვი ეპარება ან გიორგი გახარიას, აგერ ბადრი ჯაფარიძე და აგერ გიორგი გახარია ჰკითხეთ",- თქვა ღუდუშაურმა.

ლელოს გენერალური მდივანი, გიორგი გახარაის და ე.წ. მუქარის წერილის დეტალებს პირველად ყვება - ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მას ე.წ. მუქარის შემცველი წერილი პირადად გადასცა და მოუწოდა გიორგი გახარიას ეყოს გამბედაობა და სიმართლე აღიაროს.

გიორგი გახარიასგან სავარაუდოდ მუქარის წერილის მიღების შესახებ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გასული წლის 4 მარტს პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა. წერილთან დაკავშირებით პროკურატურამ მამუკა ხაზარაძე სასამართლოში გამოკითხა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი