გიორგი გახარიამ პირადად გადმომცა მუქარის წერილი - ბადრი ჯაფარიძის სკანდალური აღიარება

გამოქვეყნდა:

ბადრი ჯაფარიძის სკანდალური აღიარება და გახარიას გუნდის პასუხი - ლელოს გენერალური მდივანი, გიორგი გახარაის და ე.წ. მუქარის წერილის დეტალებს პირველად ყვება - ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ 
ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მას ე.წ. მუქარის შემცველი წერილი პირადად გადასცა და მოუწოდა გიორგი გახარიას ეყოს გამბედაობა და სიმართლე აღიაროს:

"ჩვენ რომ გვყავდეს დამოუკიდებელი პროკურატურა, რა თქმა უნდა, დაადგენდა, ვისი თითის ანაბეჭდებია ამ წერილზე. საბოლოოდ ხომ გვსურს, საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს. სიმართლე არის ერთი, ეს მუქარის წერილი იყო მისგან ჩემზე პირადად გადმოცემული. მას უნდა ეყოს გამბედაობა, ეს საზოგადოებას უთხრას. ჩემი აზრით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი მხრიდან", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე "პალიტრანიუსის" ეთერში. 

გიორგი გახარიასგან სავარაუდოდ მუქარის წერილის მიღების შესახებ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გასული წლის 4 მარტს პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა. წერილთან დაკავშირებით პროკურატურამ მამუკა ხაზარაძე სასამართლოში გამოკითხა.

სკანდალურ აღიარებაზე ჯაფარიძე კომენტარს მედიასთან მოგვიანებით გააკეთებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი