დეტექტიურ სიუჟეტს ჰგავს... 3 წელი რატომ არ ამბობდა ამას - ბუჩუკური ბადრი ჯაფარიძეზე

გამოქვეყნდა:

"ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის სკანდალური აღიარება გაუგებარია გიორგი გახარიას გუნდისთვის, როგორ ანა ბუჩუკური ამბობს, ეს ყველაფერი "დეტექტიურ სიუჟეტს" ჰგავს: 

"რაღაცნაირად დეტექტიურ სიუჟეტს ჰგავს ეს ყველაფერი. უცნაურია, სამი წლის განმავლობაში, თუნდაც ბატონი ბადრი[ჯაფარიძე] რატომ არ ამბობდა ამას? როგორც ვიცი, ბატონი მამუკა [ხაზარაძე] იყო საგამოძიებო ორგანოში და როდის თქვეს სიმართლე? მაშინ, როდესაც პროკურატურაში მიაწოდეს ინფორმაცია, თუ ახლა სამი წლის შემდეგ. თან ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც თვითონ აპელირებდნენ გამოძიების გაჭიანურებაზე. მან [გიორგი გახარიამ] ძალიან ცხადად და ნათლად განმარტა, რომ არ აპირებს წარსულზე ჭორაობას", - ამბობ ანა ბუჩუკური.

გიორგი გახარიასგან სავარაუდოდ მუქარის წერილის მიღების შესახებ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გასული წლის 4 მარტს პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა. წერილთან დაკავშირებით პროკურატურამ მამუკა ხაზარაძე სასამართლოში გამოკითხა. გუშინ, კი საჯაროდ კიდევ ერთხელ თქვა, რომ მუქარის წერილი პირადად გიორგი გახარიასგან მიიღო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი