როდესაც ბავშვების რაოდენობის ბალანსსაც ვერ ვსვამთ, საუკეთესო წყაროა ტრეფიკინგისთვის - აბაშიძე ნინოწმინდაზე

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე, ანა აბაშიძე "მთავარი არის" ეთერში გადაცემაში "დღის სტუმარი", ნინოწმინდის პანსიონზე საუბრობს. აბაშიძის თქმით, ის ფაქტი, რომ პანსიონში არ ხდება ბავშვების აღრიცხვა და ნუმერაცია, ზუსტად არ ვიცით რამდენი არასრულწლოვანი იმყოფება იქ, ქმნის საუკეთესო წყაროს ტრეფიკინგისთვის:

"როდესაც ბავშვების რაოდენობასაც კი ვერ ვითვლით, რამდენი შედის, რამდენი გადის, ბავშვების ვინაობაც კი არ ვიცით, ეს არის საუკეთესო წყარო ტრეფიკინგისთვის. ამის სამწუხარო მაგალითები მსოფლიო მასშტაბით არაერთია, მათ შორის, რელიგიურ დაწესებულებებში. არცერთი გარემო არ არის იმუნური, იმისთვის, რომ ვიფიქროთ იქ მხოლოდ ანგელოზები დაფრინავენ და ბავშვებთან მოპყრობა არის იდეალური. სამწუხაროდ, ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები, ადამიანები სადაც არიან იქ არის კარგი ამბებიც და ცუდი ამბებიც. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, როდესაც ნუმერაციას, უბრალოდ ბავშვების რაოდენობის ბალანსსაც კი ვერ ვსვამთ, ეს არის პირდაპირი მინიშნება, რომ შესაძლებელია ტრეფიკინგის დანაშაულთანაც იყოს საქმე", - ამბობს ანა აბაშიძე. 

ცნობისთვის,  15 აპრილს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მონიტორინგის განსახორციელებლად, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს.

ომბუდსმენის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არც გაეროს დროებითი ღონისძიების შემდეგ შეუშვეს. სამაგიეროდ, პანსიონში იმყოფებოდა პედოფილიაში ბრალდებული მეუფე სერაფიმე. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი