ჩინეთის „ხელოვნურმა მზემ“ რეკორდი მოხსნა - მან 120 მილიონი °C 101 წამი შეინარჩუნა

გამოქვეყნდა:

ჩინეთმა ვარსკვლავების ბირთვში მიმდინარე პროცესების გამეორებაში, კერძოდ ბირთვულ სინთეზში ახალი რეკორდი დაამყარა. პარასკევს, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის დანადგარის ტემპერატურამ 120 მილიონ გრადუსს ცელსიუსით მიაღწია და 101 წამის განმავლობაში შეინარჩუნა ეს მაჩვენებელი.

ბოლოს, ამის მსგავს ექსპერიმენტში EAST იყო რეკორდსმენი. ამ ექსპერიმენტის ფარგლებშიც 101 წამის განმავლობაში შენარჩუნდა ტემპერატურა, თუმცა განსხვავებით ბოლო რეკორდისა, EAST-ის ტემპერატურამ 50 მილიონ გრადუსს მიაღწია. 2018 წელს კი, ამ რეაქტორმა გაცხელებული აირები 100 მილიონ გრადუსზე შეაკავა, ოღონდ 10 წამზე მეტხანს ვერ შეძლო.

რადგანაც რეაქტორმა მზის ბირთვის ტემპერატურაზე (15 მილიონი გრადუსი ცელსიუსით) რვაჯერ უფრო მაღალი ტემპერატურა ასე ხანგრძლივად შეინარჩუნა, ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ყველაზე უხვ და სუფთა ენერგიასთან კიდევ ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს მივიდა. 

თერმობირთვული სინთეზი ვარსკვლავების ბირთვებში ხდება და განსხვავებით კლასიკური ბირთვული რეაქტორებისგან, აქ ატომების გახლეჩის ნაცვლად, ისინი ერთმანეთთან სინთეზირდება, შედეგად სხვა ელემენტი წარმოიქმნება და შედეგად უდიდესი ენერგია გამოთავისუფლდება. ეს პროცესია ვარსკვლავის ნათების წყარო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი