ენმ პრივილეგიებისთვის არ აგრძელებს ბრძოლას - მელიას პასუხი კობახიძეს

გამოქვეყნდა:

პრივილეგიებისთვის არ ვიბრძვით - ასე პასუხობს"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია "ქართული ოცნების" ულტიმატუმს. ირაკლი კობახიძემ გუშინ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თუ პარტია
მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, მათზე დოკუმენტით განსაზღვრული პრივილეგიები არ გავრცელდება.

"ბატონმა კობახიძემ ხომ მშვენივრად იცის, რომ ნაციონალური მოძრაობა ბლოკი ძალა ერთობაშია პრივილეგიებისთვის არ აგრძელებს ბრძოლას სხვადასხვა დამატებით ფრონტზე. მე მაქვს არგუმენტი, თუ ენმ-მ რატომ მიიღო გადაწყვეტილება და არ მოაწერა ხელი არსებულ დოკუმენტს. ეს არგუმენტები დამაჯერებელია არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ საერთაშორისო პარტნიორებისთვის", - თქვა ნიკა მელიამ. 

შეგახსენებთ, რომ ენმ პარლამენტში შედის, თუმცა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ აწერს. ამის გამო პარტიას ირაკლი კობახიძემ ულტიმატუმები წაუყენა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი