ადამიანების "დაბოლებას" "ოცნებასთან" სიამტკბილობაში, პარლამენტიდან განაგრძობენ - ჭიჭინაძე ხელმომწერ ოპოზიციაზე

გამოქვეყნდა:

"ადამიანების "დაბოლების" მორიგ სერიებს, "ოცნებასთან" სიამტკბილობაში, ახლა უკვე პარლამენტიდან განაგრძობენ" - ამის შესახებ "ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციაზე საუბრობს. 

მისივე თქმით, პარლამენტში შესული ოპოზიცია კი, იმის მაგივრად, რომ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე იმსჯელოს, კაბინეტებზე, მანქანებზე, პრივილეგიებდა და მხოლოდ საკუთარი თავის დაბინავებაზე ზრუნავს.

აბა სხვა რითი აიხსნება თუნდაც ის, რომ აბსოლუტურად განსხვავებული იდეოლოგიის ადამიანები, აი ისეთები, ეკონომიკური პროგრამებიც რომ განსხვავებული ჰქონდათ წინასაარჩევნოდ, საერთო ფრაქციებს ქმნიან, კომიტეტებს და თანამდებობეს ეზომებიან და ადამიანების "დაბოლების" მორიგ სერიებს, "ოცნებასთან" სიამტკბილობაში, ახლა უკვე პარლამენტიდან განაგრძობენ, - ამბობს ჭიჭინაძე.

ჭიჭინაძე ეხმაურება დოლართან მიმართებით ლარის გამყარებას და ფასების გაზრდას. ამბობს, რომ იმის გამო, რომ დოლარში ყველაფრის ფასი გაიზარდა, ეროვნული ვალუტის გამყარებას აღარანაირი აზრი არ აქვს. 

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ლარი 10 %ით გამყარდა, ფასები კი პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, წამლებზე, საწვავზე, საერთოდ ყველაფერზე, არა თუ იკლებს, იმატებს! მოკლედ, არანაირი აზრი არ აქვს ლარის დოლართან მიმართებაში გამყარებას, დოლარში გაძვირდა ყველაფერი და იმიტომ.

თუმცა, ლარი როგორც  კი გაუფასურდა, იმ წამსვე შეიკრიბნენ და  აწიეს ფასები, ახლა გამოგვიცხადეს,
23 ივნისამდე რეფინანსირება არ იქნებოაო. მოკლედ, იმ რეალობით, რაც დღეს ხდება, ცხოვრება  კიდევ უფრო გაძვირდება, რადგან ჩვენ პრაქტიკულად ყველაფერს ვყიდულობთ. შველით კი მხოლოდ მაშინ გვეშველება, როდესაც სამუშაო ადგილების, შიდა ინვესტიციების შექმნით გავამყარებთ ლარს,- ამბობს ჭიჭინაძე.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი