სოციალური ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბოლო შეტყობინება ნინოწმინდის პანსიონიდან ძალადობის შესახებ 10 დღის წინ მიიღეს. მისივე თქმით, ერთ-ერთი აღსაზრდელი აცხადებდა, რომ მასე აღმზრდელმა ფსიქოლოგიურად იძალადა.
მათ ინფორმაცია მიიღეს რამდენიმე დღის წინ მომხდარ ძალადობაზეც, როცა ნინოობის დღესასწაულის წინა დღეს, როდესაც ბვშვები 4 სასულიერო პირისთვის გასამართი კონცერტისთვის, წინა დღეს ერთ-ერთ ბავშვზე სავარაუდოდ ძალადობა მოხდა. ეს ბავშვი იმ 6 ბავშვს შორისაა, რომელიც პანსიონატიდან სოციალურმა მუშაკებმა გამოიყვანეს.
"მოხდა მყისიერი რაგირება, ბავშვები გამოვიყვანეთ პანსიონიდან, უბრალოდ არ მინდა ისე მოხდეს, რომ ამ ბავშვების იდენტიფიცირება მოხდეს, რა თქმა უნდა მათთან მოხდა ჩართვა სპეციალისტების, ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკებისაც, ისინი ამ წუთებშიც მუშაობენ მათთან და რა თქმა უნდა დაიწყო გამოძიება ამ ფაქტებთან დაკავშირებითაც. [...]
ბავშვმა დაასახელა, რომ მისი პანსიონატში ცხოვრების დროს ერთ-ერთი აღმზრდელი მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ეს ბავშვი მანამდე გადმოვიყვანეთ. არ ვიცი აღმზრდელი სადაა, შეიძელბა ისევ პანსიონში იყოს, შეიძლება არა", - თქვა სოციალური ზრუნვის სააგენტოს უფროსმა, მაერი მაღლაფერიძემ.
მისივე ინფორმაციით, ბავშვები პანსიონიდან წასვლის ოფიციალურ მიზეზად ქალაქთან ახლოს ყოფნას ასახელებენ, მათი ასაკი 10-დან 16 წლამდეა.
ამავე თემაზე: