ნინოწმინდის პანსიონს 2012-2021 წლებში ბიუჯეტიდან 9.8 მილიონი გადაუხადეს - ფლანგვის დეტექტორი

გამოქვეყნდა:

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, ნინოწმინდის პანისიონს 2012-2021 წლებში ბიუჯეტიდან 9.8 მილიონი ლარი გადაუხადეს.  

"პანსიონი 2012 წელს დაარსდა და დღემდე ბავშვთა მიმართ ძალადობის არაერთი შემთხვევა ფიქსირდება. 2016-21 წლებში აღძრულია 4 სისხლის სამართლის საქმე (3 ძალადობა, 1 გაუპატიურება) არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე. სახელმწიფო აფინანსებს პანსიონს, თუმცა მასზე მონიტორინგს ვერ და არ ახორციელებს. დღემდე, 1 წლის განმავლობაში, პანსიონში სოცმუშაკს არ უშვებდნენ და აგრეთვე, მონიტორინგის შესაძლებლობა არ ეძლეოდა სახალხო დამცველს. პანსიონში მხოლოდ მეუფე სპირიდონისადმი კეთილგანწყობილ მედიებსა და ორგანიზაციებს უშვებდნენ – პრორუსულ “ობიექტივს”, “ალტ-ინფოს” და სხვა.  თავად მეუფე სპირიდონი ლანძღავს დასავლეთს და მრევლს მოუწოდებს, უკრაინის, ბელორუსისა და რუსეთის გაერთიანებისთვის ილოცონ", - წერს "ფლანგვის დეტექტორი".

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა. მათივე ინფორმაციით, მუშაობა კიდევ 10-მდე ბავშვის გაყვანაზე მიმდინარეობს. 

ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი ტერიტორიაზე დილით შეუშვეს, უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სალიცენზიო პირობებს სწავლობენ. 

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი