"ჩემთვის ურთულესი იყო პარლამენტში თამუნას გარეშე შესვლა" - სამნიძე კორძაიას პარტიიდან წასვლაზე

გამოქვეყნდა:

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე პარტიიდან თამარ კორძაიას წასვლას Facebook-ზე ეხმაურება და წერს, რომ ბოლო პერიოდში მასა და კორძაიას შორის პოზიციების დაახლოება ვერ ხერხდებოდა. მისივე თქმით, თამარ კორძაიას გადაწყვეტილებას პატივს ცემს:​

"თამუნას პოზიციების დაშორება პარტიისგან მაშინ გამოჩნდა, როცა მოლაპარაკებების პროცესში და თანხმობის დოკუმენტზე პარტიის ხელმოწერას არ დაეთანხმა. მას შემდეგ ძალიან ვცდილობდით ორივე პოზიციების დაახლოებას. იდეოლოგიური უთანხმოება რომ არ გვქონია, გასაგებია. ძალიან მძიმე მოსასმენია, ტექნიკური ფრაქციის გამო პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება. ჩემთვის ურთულესი იყო პარლამენტში თამუნას გარეშე შესვლა. თამუნასთვის - შეუძლებელი ბლოკის პარტიის გარეშე, რომელიც ხელს მიშელის შეთანხმებას ახლაც არ აწერს. მაინც ვახერხებდით პრინციპულ საკითხებზე შეთანხმებას. ტექნიკური ფრაქცია რესპუბლიკური თემების საპარლამენტო ტრიბუნიდან წამოწევას და გაძლიერებას ხელს ნამდვილად არ უშლის, ამაზე წინასწარ შეთანხმების გარეშე არავინ არ მოაწერდა ხელს ფრაქციას, პარტიულიც მაგიტომ არაა ეს ფრაქცია. ძალიან აქტიურად ვაპირებ ყველა ამ თემაზე მუშაობას. ძალიან რომ განვიცდით, კი გასაგებია ყველასთვის, ვინც გვიცნობს. არჩევანია. არჩევანს პატივს ვცემ", - წერს სამნიძე.

კორძაიამ და ბერძენიშვილმა პარტიის დატოვების შესახებ დღეს გააკეთეს განცხადებები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი