ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი და გიორგი გახარია "ერთობლივ გადატრიალებას ამზადებდნენ", მმართველი გუნდის წევრებიც უერთდებიან.
"ქართული ოცნების" წევრი თამარ ტალიაშვილი გახარიას მიერ პარტიის დაფუძნებას "მტრის ბანაკში გადასვლას უწოდებს" და უღირს ნაბიჯად აფასებს.
"მოტივები, რომლითაც გიორგი გახარიამ გადადგა ეს ნაბიჯი, არ იყო სწორი, არ იყო გამართლებული და ეს იყო როგორც ხელისუფლებისთვის , სახელმწიფოსთვის, ისე "ქართული ოცნებისთვის" დარტყმის მიყენების მცდელობა. ის არგუმენტები, რომელიც იქნა გაჟღერებული ირაკლი კობახიძის მიერ, არის აბსოლუტურად დამაჯერებელი. მტრის ბანაკში გადასვლა იმ მომენტში, როდესაც სახელმწიფოს სჭირდება თანადგომა და ერთიანობა, არის ყველაზე ცუდი და არაღირსეული ნაბიჯი", - თქვა თამარ ტალიაშვილმა.
ამავე თემაზე: