აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე დღეს თბილისში ჩამოდის

გამოქვეყნდა:

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოქმედი მოადგილე დღეს თბილისში ჩამოდის. ფილიპ რიკერი საქართველოში მთავრობასთან, ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრებს გამართავს.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას, ასევე რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიისა და საქართველოს ოკუპაციის საკითხებს შეეხება.

ფილიპ რიკერი საქართველოს შემდეგ, აზერბაიჯანსა და სომხეთსაც ეწვევა.

რიკერის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს საელჩომ გუშინ, 5 ივნისს გაავრცელა.

შეგახსენებთ, ფილიპ რიკერი საქართველოში 2020 წლის ნოემბერშიც იმყოფებოდა. ის მაშინ თბილისში, აშშ-ს იმჟამინდელ სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან ერთად ჩამოვიდა. 

მაიკ პომპეომ მაშინ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და რიკერი საქართველოში დატოვა იმისთვის, რომ ოპოზიციას შეხვედროდა. 

რიკერმა არჩევნების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისგან პირადად მოისმინა არგუმენტები, თუ რატომ არ შედიოდნენ პარლამენტში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი