"ქართული ოცნების" დეპუტატის, გია ვოლსკის აზრით, ბიძინა ივანიშვილი ვალდებული იყო გამოსულიყო და საზოგადოებისთვის "სიმართლე ეთქვა" - ასე შეაფასა მან პოლიტიკიდან წასული ივანიშვილის დღევანდელი წერილი.
"ბიძინა ივანიშვილი ვალდებულიც იყო გამოსულიყო და საზოგადოებისთვის ეთქვა სიმართლე, ვინაიდან ამ არაადეკვატურ მოქმედებებს პრემიერმინისტრისა დაემატა კიდევ ინტენსიურად გავრცელებადი ჭორი იმის თაობაზე, რომ თითქოსდა ამას რაიმე კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებთან, იქმნება ახალი პოლიტიკური ძალა და თითქოს ეს არის გარკვეულ სცენარს დაქვემდებარებული პროცესი", - თქვა გია ვოლსკიმ.
ამავე თემაზე: