ფილიპ რიკერმა არასამთავრობოებთან შეხვედრა დაასრულა და პრემიერთან გადაინაცვლა

გამოქვეყნდა:

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა დასრულდა.

როგორც მესამე სექტორის წარმომადგენლებმა თქვეს, შეხვედრაზე მთავარი სასაუბრო თემა სასამართლო რეფორმა იყო. ყველაზე დიდი დრო, სწორედ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს დაეთმო.

შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა ამერიკის საელჩომ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლო რეფორმები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია.

"აშშ-ის მთავრობა პატივს სცემს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებაში.

დღეს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილ რიკერს შეხვედრა ჰქონდა სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ამ ორგანიზაციების მიერ საარჩევნო და სასამართლო რეფორმის ძალისხმევის მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი წვლილი განეხილა. მან ხაზი გაუსვა, რომ რეფორმები აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება გაგრძელდეს დასავლური ინტეგრაციისკენ მიმავალი გზაზე",- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აშშ-ს საელჩომ გაავრცელა.

ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია პრესკონფერენცია

ფილიპ რიკერი დღეს უკვე შეხვდა მედია ადვოკატირების ჯგუფების წარმომადგენლებს. დღის ბოლოს კი ის ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შეხვდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი