მეგი ბაქრაძის საქმე - გარდაცვლილი ექთნის ქმარი პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

გამოქვეყნდა:

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ქმარი, მანუჩარ კობახიძე თბილისში, მე-8 განყოფილებაში მივიდა. ის გამოძიების გაჭიანურებას აპროტესტებს და საქმის დეტალების გასაცნობად პროკურორთან შეხვედრა სურს. 

მეგი ბაქრაძის ქმარი აცხადებს, რომ ექთნის გარდაცვალებიდან 10 კვირაზე მეტია გასული, გამოძიებას კი იმ ეტაპზე არ მისულა, რომ ნამდვილი დამნაშავეები დააკავოს, საქმე კი ბოლომდე გამოიძიოს.

კობახიძეს ფიქრობს, რომ ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებულ 3 ექიმს ბრალი უნდა დაუმძიმდეთ სამსახურეობრივი გულგრილობის გამო. მეგი ბაქრაძის ქმარი განყოფილებიდან რაიონული პროკურატურის შენობასთან გადაინაცვლებს.

მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი ითხოვს, რომ ექიმ ვიოლეტა ინასარიძეს სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე ბრალი დაუმძიმდეს, კლინიკის მთავარი რეანიმატოლოგის მიმართ კი საქმე აღიძრას.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ დაიწყო.

პროკურატურამ ცრუ ჩვენების მიცემის გამო ბრალი 3 ექიმს წარუდგინა, სასამართლომ მათ აღკვეთის სახით 3 000-3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი