
"ქართული ოცნების" დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ სირცხვილია, როცა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის სათავეში მყოფი ადამიანი "იმდენად უღირსად იქცევა", რომ პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილს განცხადების გავრცელება უწევს.
პაპუაშვილი გიორგი გახარიაზე წერს, რომ ის პასუხისმგებლობისგან გაქცეული, გუნდის მიმტოვებელი და სხვისი სახელით მოსარგებლე პოლიტიკოსია.
"უკიდურესი სირცხვილის ზღვარს მიღმაა, როცა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის სათავეში მყოფი ადამიანი იმდენად უღირსად იქცევი, რომ პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილს სპეციალური განცხადების გავრცელება უწევს, რომ მისი სახელით მანიპულირებაში და ხმების პარაზიტობაში გამხილოს.
გარსი საკუთარი შიგთავსის გარეშე, იმიჯი შინაარსის გარეშე, ესაა ამ ახალი პოლიტიკური ძალის სამწუხარო კონსტრუქცია.
იმედია, ახლა მაინც დაფიქრდებიან მასთან გაერთიანებული ადამიანები, რომ
- პასუხისმგებლობისგან გაქცეული,
- გუნდის მიმტოვებელი და
- სხვისი სახელით მოსარგებლე პოლიტიკოსი, ნამდვილად არაა ის, ვისაც საქართველოსთვის ისურვებდნენ",-წერს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, "ქართული ოცმების" დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ გახარიას მხრიდან თანამდებობის დატოვება სახელმწიფოს ღალატი იყო.
ამავე თემაზე: