შსს-მ 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო გამოძიება სვანეთში მომხდარ შემთხვევაზე.
უწყებაში mtavari.tv-ის დაუდასტურეს ინფორმაცია, ლენტეხში, მამაკაცის გარდაცვალების შესახებ, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ჩიხარეშში მელე-თბილისის მიკროავტობუსის მძღოლს რამდენიმე პირი თავს დაესხა და სცემა. შემთხვევა 5 ივნისს მოხდა.
ნაცემი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.