საპატრიარქოს არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი საპატრიარქოს არ დაუპირისპირდება. ეს კომენატი მარ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის დროს გააკეთა. 

"საპატრიარქოს არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ. ეს არის ცხადი და მარტივი. რაც შეეხება კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებას, თუ ასეთი არსებობს, ბუნებრივია, ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი და სამართლებრივი შედეგები დადგება რა თქმა უნდა გამოძიების შესაბამისად", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

კობახიძე აცხადებს, რომ არ იცის სამართლებრივი რეაგირება დაგვიანებულია თუ არა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოსთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურთ. მან 4 ივნისს თქვა, რომ ეს "ცალსახაა და ეს ასეც უნდა იყოს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი