
"მთავარმა არხმა" ექსკლუზიურად მოიპოვა ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩიხურეთში სასიკვდილოდ ნაცემი 47 წლის რობინზონ თუთარაშვილის, სამედიცინო დოკუმენტაცია.
ქალა ტვინის დახურული ტრავმა, ტვინის მრავლობით დაჟეჟილობა, ფუძის, სახის ძვლების, გავას მალის მოტეხილობები და გულ-მკერდის დახურული ტრავმა - ამ უმძიმესი დაზიანებების შესახებ ინფორმაცია თუთარაშვილის სამედიცინო დასკვნაში წერია. პაციენტი 7 ივლისს ღამის 2-ის ნახევარზე გარდაიცვალა.
"პაციენტის მდგომარეობა მძიემა, იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. დიაგნოზი:
კაცი, უგონო მდგომარეობაში სოფლის ქუჩაში დაგდებული, შემთხვევითმა გამვლელმა იპოვა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ადგილობრივები მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ თუმცა, მათი ინფორმაციით სამართალდამცველებმა 3 პირი დააკავეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.
ცნობისთვის, რობინზონ თუთარაშვილის რეანიმაციულ დაწესებულებაში 5 ივნისს შეიყვანეს. ორი დღის განმავლობაში ექიმები მის გადარჩენას უშედეგოდ ცდილობდნენ.
ამავე თემაზე:
ავტორი: ზურა პეტროსიანი