"მთავარმა" ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია -  სამარშრუტო ტაქსის მძღოლს მამაკაცს თანხას, სავარაუდოდ, სისტემატიურად სძალავდნენ.  მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად სწორედ ფული სახელდება.

მიკროავტობუსის მძღოლი, რომელიც ლენტეხში ცემით მოკლეს 47 წლის რობინზონ თუთარაშვილია. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ კაცს ქვემო სვანეთში თანხას სისტემატიურად სთხოვდნენ. ბოლო შემთხვევის დროს მან ფულის მიცემაზე უარი თქვა, სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება. 

"ნაცემი მიატოვეს და მერე იპოვა ვიღაცამ და დარეკა სასწრაფოში. ცხედარს სახე არ უვარგა, ძვლები არის შესული ტვინში, მარტო გული მუშაობდა მეტი არაფერი, ოპერაციას ხელი არ მოკიდეს, შანსი არაა, რომ გადარჩესო. ასე ამბობენ, რომ ფულის შეწერაზე იყო, ყოველ რეისზე 100 დოლარი, 200 დოლარი", - ამბობს ნათესავი, გიორგი თუთარაშვილი.

ტრაგედია ლენტეხში 5 ივნისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეული განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი