დისკომფორტს შევუქმნით ყველას ვინც სახელმწიფოს საბოტაჟს ცდილობს - ოხანაშვილი ენმ-ს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით ისინი დისკომფორტს შეუქმნიან ყველას, ვინც სახელმწიფოს საბოტაჟს და დემოკრატიისთვის ძირის გაოთხრას ცდილობს. ასე უპასუხა მან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების განცხადებას.

"დისკომფორტს შევუქმნით ჩვენ ყველას, ვინც ცდილობს სახელმწიფოს საბოტაჟს და ვინც ცდილობს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას. დისკომფორტს შევუქმნით ჩვენ ყველას, იმიტომ, რომ არადემოკრატიული, ანტისახელმწიფოებრივი ჯგუფების ადგილი არათუ საქართველოს პარლამენტში არ არის, არამედ ზოგადად საქართველოში არ უნდა იყვნენ ასეთი ჯუფები", - თქვა ანრი ოხანაშვილმა. 

ოხანაშვილმა ენმს არჩევნებთან დაკავშირებითაც უპასუხა და თქვა, რომ პარტიამ ჯერ უნდა შეძლოს და არჩევნებამდე მივიდეს.

"ჯერ შეძლონ და მივიდნენ არჩევნებამდე და არჩევნებზე საზოგადოება გადაწყდეს ვის რა მოუწევს" - თქვა მან.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი