Apple-მა iOS 15 დააანონსა | მნიშვნელოვანი ცვლილებები iPhone-ის მომხმარებლებისთვის

გამოქვეყნდა:

WWDC 2021-ზე კომპანია Apple-მა iPhone-ისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამული განახლება, iOS 15 დააანონსა. განახლება ამ წლის ბოლოსკენ იქნება ხელმისაწვდომი და თავიანთი წარმოების სმარტფონებში დიდი ცვლილებები იქნება.

კომპანიის განცხადებით, დაანონსებული ცვლილებებით ადამიანები ერთმანეთთან უფრო მარტივად იკონტაქტებენ. გარდა ამისა, კომპანიის მიზანია, მომხმარებლებს ნებისმიერ დროს თავიანთი საყვარელი საქმის მიმართ ფოკუსირებაში დაეხმაროს.

სწორედ ამიტომ, სხვა მრავალ სიახლესთან ერთად, ცვლილებები FaceTime-სა და Messages-საც დაემატა, რომლის საშუალებითაც მეგობრებს ინფორმაციას უფრო მარტივად გაუზიარებთ. განახლების შემდეგ ასევე შეგეძლებათ შეტყობინებების დახარისხება: შეგიძლიათ მოცემულ მომენტში საჭირო აპლიკაციებს ჩაურთოთ შეტყობინებები, ხოლო დააიგნოროთ ისინი, რომლებიც არ გჭირდებათ.

გარდა iOS 15-ისა, კუპერტინოში დაფუძნებულმა კომპანიამ macOS, watchOS, iPadOS და სხვა მოწყობილობების განახლებაც დააანონსა.

დეველოპერების მსოფლიო კონფერენცია (WWDC) Apple-ის მიერ ყოველწლიურად ჩატარებული ინფორმაციულ-ტექნოლოგიური ღონისძიებაა. COVID-19-ის გამო, ხსენებული კონფერენცია ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი