პარლამენტის სხდომა ისე დასრულდა, რომ ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა

გამოქვეყნდა:

პარლამენტში პლენარული სხდომა ისე დასრულდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა. ნიკა მელია სხდომათა დარბაზში ფრაქციის დროით უნდა გამოსულიყო.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები დღეს, 8 ივნისს პარლამენტში შევიდნენ. მათ მედიასთან სამოქმედო გეგმაზე არ უსაუბრიათ, რადგან პარტიის გეგმებზე და შეხედულებებზე ნიკა მელიას სხდომათა დარბაზში უნდა ესაუბრა. 

მანამ, სანამ "ნაციონალური მოძრაობა" საკანონმდებლო ორგანოში მივიდოდა "ქართულმა ოცნებამ" დღის წესრიგი შეცვალა და 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტის განხილვა გადადო. მიზეზად მდინარაძემ დარბაზში ენმ-ს დეპუტატების არ ყოფნა დაასახელა. 

მოგვიანებით "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები სესიას შეუერთდნენ, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ დღევანდელი სხდომა დასრულდა. კუჭავას თქმით, სესია ხვალ, 12 საათზე გაიმართება.

ამ დროს სხდომაზე ჯერ კიდევ არ იყო შესული ნიკა მელია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი