უმრავლესობამ და ხელისუფლებამ ბოიკოტი გამოუცხადეს თვითონ სესიას და სხდომას - დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

"ენმ-ს საპარლამენტო საქმიანობის დაწყების შემდეგ, უმრავლესობამ და ხელისუფლებამ ბოიკოტი გამოუცხადეს თვითონ სესიას და სხდომას", - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე "ქართული ოცნების" მიერ სხდომის ისე დახურვას, რომ ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. 

"ქართული ოცნება", უმრავლესობა, ჩამოშლილი ხელისუფლება, რომელსაც არავითარი საყრდენი არ აქვს საერთოდ, რეალურად გაექცნენ შიშის გამო ყველაზე მთვარ ოპოზიციურ ძალას, რომელსაც ნამდვილად აინტერესებდა, რომ დისკუსიაში მიეღო მონაწილეობა ისეთი საკითხების განხილვაში, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი და ადასტურებს "ქართული ოცნების" მიერ პოლიტიკურად მართლმსაჯულების საკითხების განხორციელებას საქართველოში. ათ წუთში, ბატონმა თავმჯდომარემ, ბატონმა კუჭავამ რომელიც რატომღაც "ქართულმა ოცნებამ" გამოაცხადა, რომ არის ნეიტრალური თავმჯდომარე და ნეიტრალური ადამიანი, მიიღო გადაწყვეტილება, დაესრულებინა სხდომა," - ამბობს ხატია დეკანოიძე.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი