პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი დღეს პარლამენტში შევიდა, რითიც "გირჩის" სანაძლეო პირობა ნაწილობრივ შესრულდა. შესაბამისად, იაგო ხვიჩიას თქმით, ხინკალი სანდრო რაქვიაშვილმა უნდა ჩააბაროს.
"გირჩი" ელოდება, როდის შევა "ლეობორისტების" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პარლამენტში, რომელიც, ასევე, ნიძლავის ნაწილი იყო.
ხვიჩია: ფრე არ მოსულა, ერთი უკვე წაგებული აქვს სანდროს, მეორე აწი გადაწყდება, შეიძლება, მე წავაგო და მე მომიწიოს შალვაზე კისრება.
მეგრელიშვილი: ანუ ნებისმიერ შემთხვევაში კისრულობთ.
ხვიჩია: კი, აბა გაბათილება არ მოსულა ასეთ დროს.რაქვიაშვილი: ხინკალი ვიღაცამ უნდა ჭამოს.
მეგრელიშვილი: ესე იგი, უკვე წაგებული აქვს სანდროს თაკო ჩარკვიანი და ველოდებით შალვა ნათელაშვილის ხინკალს.
ხვიჩია ხუმრობით თქვა, რომ იმედი აქვს რაქვიაშვილი მეორე სახინკლესაც წააგებს, ხოლო რაქვიაშვილის თქმით, "ბატონი შალვას პრინციპულობით" გადარჩენის იმედი აქვს.
ამავე თემაზე: