ირაკლი კობახიძე ისევ თავდასხმის რეჟიმშია. ამჯერად მმართველი პარტიის თავმჯდომარის სამიზნე მისივე ყოფილი ლიდერია. გიორგი გახარიას დისკრედიტაცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ნომერ პირველ ამოცანად იქცა. ივანიშვილის სამართალმემკვიდრემ შტურმი გახარიაზე პარტიის დამფუძნებლის საგანგებო წერილის შემდეგ მიიტანა, კობახიძეს კი მალევე მოყვა სახელისუფლებო პარტიის სხვა ლიდერების ბრალდებებიც, რომლებიც ყოფილ პრემიერს გუნდის და სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებენ და გამოძიებით ემუქრებიან.
რა ბრალდებით და რა საქმეზე დააკავებენ სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს - ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ძმა და გიორგი გახარიას გუნდის კიდევ ერთი წევრი არაფერს გამორიცხავს. ყოფილი პრემიერის თანამებრძოლები პანიკაში მყოფი "ქართული ოცნებისგან" ყველაფერს ელოდებიან, მათ შორის პოლიტიკურ დაპატიმრებებსაც, რომლის შესახებ ექსკლუზიურად "მთავარი არხისთვის" ხდება ცნობილი.
ირაკლი კობახიძის მუქარის ადრესატი ამჯერად მისივე პარტიის პირველი ნომერი და ყოფილი თანაგუნდელი გიორგი გახარიაა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ყოფილ პრემიერს გამოძიებითაც ემუქრება, და აანონსებს, რომ ძიება ძალიან მალე გამოააშკარავებს - რა თამაშს თამაშობს მოძრაობა "საქართველოსთვის".
იხილეთ ასევე: