"ქართული ოცნების" დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" 7 თვე საბოტაჟში იყო და გუშინ კი იზარმაცეს, რის გამოს სხდომაზე თავის დროზე არ მივიდნენ.
"შვიდი თვე იყვნენ საბოტაჟში და გუშინ იზარმაცეს და ნაცვლად იმისა, რომ მოსულიყვნენ იმ დროს, როცა იხსნება სხდომა, 12 საათზე დაიწყო სხდომა, გრძელდება 6 საათამდე, მოვიდნენ ბოლოს და დასრულდა სხდომა. მათი დღის წესრიგი არის მათი დღის წესრიგი, პარლამენტის დღის წესრიგი არის პარლამენტის დღის წესრიგი", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
მისი აზრით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ ყველაფრის "შეფუთვა" სცადა, როგორც მმართველი გუნდის გაქცევა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტში პლენარული სხდომა ისე დასრულდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა. პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტის ვერსიის განხილვა გადაიდო. მმართველმა გუნდმა საკითხის გადადების მიზეზად პარლამენტში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" არყოფნა დაასახელა.